ამ გვერდზე წარმოდგენილია პროფესიული და ტექნიკური პუბლიკაციების მოკლე მიმოხილვები ავტომობილების, დიაგნოსტიკისა და თანამედროვე საავტომობილო ტექნოლოგიების შესახებ. ჩვენი მიზანია რთული მასალიდან გამოვყოთ მთავარი იდეა და გადმოვცეთ იგი მარტივად და მოკლედ. მიმოხილვა არ ცვლის ორიგინალურ პუბლიკაციას — თითოეული მასალის ბოლოს მითითებულია ავტორი და პირველწყარო.
სარჩევი
001. როგორ შეიძლება ბორბლის სიჩქარის სენსორმა მოშვებული ბორბალი გამოავლინოს
002. როგრ შეიძლება ლითიუმ-იონური ბატარეის დაბერების შედეგის წინასწარ შეფასება
001. როგორ შეიძლება ბორბლის სიჩქარის სენსორმა ვებული ბორბალი გამოავლინოს
მთავარი იდეა
Toyota-მ შეიმუშავა ალგორითმი, რომელიც ავტომობილის ბორბლების სიჩქარის სენსორებიდან მიღებული მონაცემების ანალიზით ცდილობს ბორბლის მოშვების ადრეული ნიშნების აღმოჩენას.
სისტემის შესამოწმებლად დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში გაანალიზდა დაახლოებით 550 000 ავტომობილის მონაცემები. კვლევამ აჩვენა, რომ სიგნალის ანალიზით შესაძლებელია ისეთი ანომალიების გამოვლენა, რომლებიც შეიძლება დაკავშირებული იყოს, მაგალითად, ბორბლის სამაგრი ქანჩების მოშვებასთან.
ამ ეტაპზე ალგორითმი მხოლოდ კონკრეტულად მოშვებულ ქანჩებს არ გამოარჩევს — იგი სხვა არანორმალურ მდგომარეობებზეც რეაგირებს, ამიტომ Toyota აგრძელებს მისი სიზუსტის გაუმჯობესებას.
მოკლე კომენტარი
ჩემთვის ამ სამუშაოში ყველაზე საინტერესო თვითონ დიაგნოსტიკის მიდგომაა. ჩვეულებრივ, ბორბლის სიჩქარის სენსორს ABS/ESP სისტემის ნაწილად განვიხილავთ. აქ კი იგივე, უკვე არსებული სიგნალის უფრო ღრმა ანალიზი სრულიად სხვა — მექანიკური პრობლემის ადრეული აღმოჩენისთვის გამოიყენება.
ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ საით ვითარდება თანამედროვე დიაგნოსტიკა: ყოველთვის ახალი სენსორის დამატება არ არის საჭირო — ზოგჯერ ახალი ინფორმაცია უკვე არსებული სიგნალის სწორ ანალიზში იმალება.
წყარო
Toyota Technical Review, Vol.71
Detection of Signs of Wheel Detachment
Takahiro Tsuji, Yosuke Kimura
English version — 23.03.2026
002. როგორ შეიძლება ლითიუმ-იონური ბატარეის დაბერების შედეგის წინასწარ შეფასება
მთავარი იდეა
Honda-ს მკვლევრებმა შეიმუშავეს მოდელი, რომელიც ლითიუმ-იონური ბატარეის ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ მისი მახასიათებლების შესაძლო ქვედა ზღვრის წინასწარ შეფასებას ემსახურება.
ჩვეულებრივ ასეთი პროგნოზისთვის დაახლოებით 12 თვის გამძლეობის ტესტების მონაცემები იყო საჭირო. შემოთავაზებულმა მეთოდმა იგივე ტიპის შეფასების მიღება მხოლოდ ოთხი თვის მონაცემების საფუძველზე შეძლო. მოდელი ითვალისწინებს როგორც ბატარეების ერთმანეთისგან ბუნებრივ განსხვავებას, ისე იმას, რომ გამოყენების ხანგრძლივობასთან ერთად შედეგების გაფანტვა იზრდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ ადრე პროგნოზისთვის საჭირო ორი სახის ინფორმაციის ნაცვლად შემოთავაზებული მოდელი შეფასებას ერთი ტიპის საწყისი ინფორმაციის გამოყენებითაც ახერხებს.
მოკლე კომენტარი
ჩემთვის აქ ყველაზე საინტერესოა არა მხოლოდ ტესტირების დროის 12-დან 4 თვემდე შემცირება. უფრო მნიშვნელოვანი თვითონ მიდგომაა — ბატარეის მდგომარეობა ფასდება არა ერთი კონკრეტული გაზომვით, არამედ დროთა განმავლობაში დაგროვილი მონაცემების ტენდენციისა და სტატისტიკური გაფანტვის ანალიზით.
ეს პირდაპირ ავტომობილის სერვისში გამოსაყენებელი დიაგნოსტიკური მეთოდი ჯერ არ არის. მაგრამ კარგად აჩვენებს მიმართულებას, საითაც ვითარდება ბატარეების მდგომარეობისა და დარჩენილი რესურსის შეფასება: ერთი მიმდინარე მნიშვნელობის ნაცვლად — მონაცემების ისტორიის ანალიზი.
წყარო
Honda R&D Technical Review, Vol.38
Technology for Lower Limit Prediction of Lithium-ion Batteries Performance after Degradation Employing Diffusion Process Model
Kaoru Omichi, Kotone Suzuki, Hideki Nagatsuka, Michihiro Yasuda
Date of issue — 01.03.2026
